თბილისში, კოსტავას ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთ ბარში სპეცოპერაცია მიმდინარეობს. ადგილზე თბილისის ცენტრალური კრიმინალური პოლიციის თანამშრომლები მუშაობენ.
არსებული ინფორმაციით, საქმე ეხება ტურისტებისთვის დიდი ოდენობით თანხების თაღლითური სქემით გამოძალვას.
„კვირას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს, რომ ამ დროისთვის საქმეზე დაკავებულია რამდენიმე პირი.