ირაკლი კობახიძე: ანრი ოხანაშვილს ნეპოტიზმის კუთხით პრობლემები არ აქვს – ის არის სუფთა და წესიერი კაცი

“ანრი ოხანაშვილთან დაკავშირებით შემიძლია, გითხრათ, რომ მას ნეპოტიზმის კუთხით არავითარი პრობლემები არ აქვს, შემიძლია – პასუხისმგებლობა ავიღო მასზე, რომ ის არის სუფთა და წესიერი კაცი”, – ასე უპასუხა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვას – რას ფიქრობს „საერთაშორისო გამჭვირვალობის“ ახალ კვლევაზე, სადაც სავარაუდო ნეპოტიზმის ფაქტებზეა საუბარი სახელმწიფო ელექტროსისტემაში, სადაც დირექტორი „ქართული ოცნების“ ყოფილი წევრი ვანო ზარდიაშვილია და მას ანრი ოხანაშვილის მამა ჰყავს დასაქმებული.

კობახიძის თქმით, “საერთაშორისო გამჭვირვალობამ” საკუთარ კორუფციას უნდა მიხედოს.

„ერთი რამ მინდა გითხრათ, „საერთაშორისო გამჭვირვალობაზე“, ეს არის ორგანიზაცია, სადაც უკვე 13 წელია მგონი ერთი და იგივე თავმჯდომარეა. ეს არის თავისთავად იმის სიმბოლო თუ როგორ არ უნდა ფუნქციონირებდეს კონკრეტული ორგანიზაცია, მით უმეტეს, როდესაც მას ეწოდება საერთაშორისო გამჭვირვალობა“. ეს არის ორგანიზაცია, რომელიც იბრძოდა გამჭვირვალობის წინააღმდეგ. გახსოვთ, რომ ამერიკულ კანონს მათაც დაარქვეს „რუსული კანონი“. თვითონ არიან გამჭვირვალობის წინააღმდეგი. რატომ, იმიტომ რომ ბევრი კორუფციული რამ აქვთ დასამალი. აქედან გამომდინარე, საკუთარ ბუნდოვანებას და საკუთარ კორუფციას მიხედონ. დეტალები არ ვიცი, მაგრამ ანრი ოხანაშვილთან დაკავშირებით შემიძლია გითხრათ, რომ მას ნეპოტიზმის კუთხით არავითარი პრობლემები არ აქვს. ვიღაცის მამა შეიძლება სადმე იყოს დასაქმებული, მაგრამ რაც შეეხება ნეპოტიზმს, შემიძლია პასუხისმგებლობა ავიღო ანრი ოხანაშვილზე, რომ ის არის სუფთა და წესიერი კაცი“, – განაცხადა კობახიძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები