წალკაში, ძაღლის მოკვლის საქმეზე გამოძიება დაიწყო

წალკაში, მიუსაფარი ძაღლის მოკვლის საქმეზე გამოძიება დაიწყო.

როგორც „კვირას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის 259-ე მუხლით დაიწყო, რაც ცხოველის წამებას ან მისდამი სასტიკ მოპყრობას გულისხმობს.

ცნობისთვის, დღეს სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეო, სადაც ჩანს, რომ გვიან ღამით გარეთ მყოფ ძაღლს მოქალაქემ ჯერ ავტომობილიდან ცეცხლსასროლი იარაღით რამდენჯერმე ესროლა, შემდეგ მანქანიდან გადმოვიდა, ძაღლს მიუახლოვდა და სავარაუდოდ, კვლავ ესროლა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები