პრემიერმინისტრი ლიხტენშტაინის საგარეო საქმეთა, განათლებისა და სპორტის მინისტრს შეხვდა
საქართველოს პრემიერმინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი ლიხტენშტაინის საგარეო საქმეთა, განათლებისა და სპორტის მინისტრ დომინიკ ჰასლერს შეხვდა.
მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, შეხვედრაზე ქვეყნებს შორის არსებული ურთიერთობები და თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს.
აღინიშნა, რომ დომინიკ ჰასლერის ვიზიტი მნიშვნელოვანი ეტაპია ორმხრივ ურთიერთობებში, რაც ახალ ბიძგს მისცემს ქვეყნებს შორის სამომავლო თანამშრომლობას. ხაზი გაესვა ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატებში თანამშრომლობის მნიშვნელობას. ყურადღება გამახვილდა სავაჭრო და ეკონომიკური მიმართულებით ურთიერთობებზე. აღინიშნა, რომ საქართველო არის საიმედო სატრანზიტო პარტნიორი, რომელიც მზად არის, განავითაროს ძირითადი რეგიონული სატრანზიტო მარშრუტები, რომლებიც აუცილებელია რეგიონში და მის ფარგლებს გარეთ ურთიერთკავშირების გასაძლიერებლად.
შეხვედრაზე საუბარი შეეხო განათლებისა და სპორტის სფეროში თანამშრომლობას. პრემიერმინისტრმა დომინიკ ჰასლერს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ ლიხტენშტაინის მტკიცე მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.