ნატო საქართველოში სამხედრო – საწვრთნელი ცენტრის შექმნის საკითხს განიხილავს

ნატოს გენერალურმა მდივანმა ანდერს ფოგ რასმუსენმა უელსის სამიტის წინ შემაჯამებელი პრესკონფერენცია გამართა. რასმუსენმა უელსის სამიტის დღის წესრიგსა და ალიანსის სამომავლო გეგმებზე ისაუბრა. ალიანსის ლიდერმა განაცხადა, რომ ნატო საქართველოში სამხედრო საწვრთნელი ცენტრის შექმნას და სამეკავშირეო ოფისის გაფართოებას განიხილავს.
„საქართველო ალიანსისგან თანამშრომლობის ახალ პაკეტს მიიღებს, პაკეტი მეტად დააახლოვებს საქართველოს ნატოსთან, შევქმნით თავდაცვის შესაძლებლობებისთვის სპეციალურ მისიას, რომელიც ყურადღებას გაამახვილებს თავდაცვის სამინისტროზე და დაეხმარება უსაფრთხოებისა და თავდაცვის სექტორის რეფორმირებასა და მოდერნიზებაში. ალიანსის წვრთნებში მონაწილეობის გააქტიურებით გავაგრძელებთ ძალისხმევას საქართველოს შეიარაღებული ძალების შესაძლებლობების გასაძლიერებლად, რომ უკეთ იმუშაონ მათ ნატოს შენაერთებთან ერთად. სამხედრო წვრთნები შეიძლება ორგანიზებული იყოს საქართველოში, რომელშიც ჩარტული იქნებიან ნატოს პარტნიორები. ასევე, განვიხილავთ საქართველოში სამხედრო-საწვრთნელი ცენტრის შექმნას და სამეკავშირეო ოფისის გაფართოებას”, – განაცხადა რასმუსენმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები