კახოვსკაიას ჰესის კაშხლის აფეთქების შედეგად, დატბორილ ნოვა კახოვკაში, სულ მცირე, შვიდი ადამიანია დაკარგული.
ამის შესახებ ნოვა კახოვკას საოკუპაციო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ვლადიმერ ლეონტიევმა განაცხადა.
“იქ მწყემსები იყვნენ… დაახლოებით, შვიდი ადამიანი, რაც დანამდვილებით ვიცით”, – თქვა მან.
ლეონტიევის თქმით, ხერსონის ოლქის ოთხი დასახლება თითქმის მთლიანად დატბორილია.
„კორსუნკას დასახლება მთლიანად წყალშია, დნეპრიანი, კრინკი, კაზაკთა ბანაკები, რომლებიც დინების ქვემოთაა, დატბორილია სახურავამდე“, – აღნიშნა მან.
რუსეთის მიერ დანიშნული ე.წ, მაღალჩინოსნის მტკიცებით, ნოვა კახოვკაში წყლის დონემ უკვე 35 სანტიმეტრით შემცირდა.