ეკა ბესელია მისი შვილის მიმართ გამოთქმულ ბრალდებას პასუხობს
სოციალურ ქსელში გავრცელებულ ინფორმაციას, რომ პირი, რომელმაც “სქაი ბართან” ცივი იარაღით ახალგაზრდა დიჯეი დაჩი დარჩიას მოკლა, შემთხვევის ღამეს ბარში საპარლამენტო უმრავლესობის წევრ ეკა ბესელიას ვაჟთან ერთად იმყოფებოდა, თავად დეპუტატი “კვირასთან“ ეხმაურება. ეკა ბესელია აცხადებს, რომ მისი შვილი თვეებია თბილისში არ იმყოფება და შესაბამისად, იმ ღამეს ბარში ვერ იქნებოდა. ბესელია გავრცელებულ ინფორმაციას უნამუსო ტყუილს უწოდებს და აცხადებს, რომ ადამიანების გარკვეული ჯგუფი მისი ოჯახის წევრებისთის შეურაცხყოფის მიყენებას ცდილობს. “ჩემი შვილი თბილისში არაა უკვე რამდენიმე თვეა, ბოლო კვირაა ქობულეთში ისვენებს. დედაქალაქში ფიზიკურად არ ყოფილა ამ შემთხვევის დროს. ვიღაცები სრულიად უსაფუძვლოდ ცდილობენ ჩემი ოჯახის შეურაცხყოფას“, – განუცხადა “კვირას“ ეკა ბესელიამ. სოციალურ ქსელში გავრცელდა ინფორმაცია, რომ დაჩი დარჩიას განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავებული პირი და ეკა ბესელიას ვაჟი რატი მილორავა “სკაი ბარში“ ერთად იმყოფებოდნენ. რა დროსაც დაჩი დარჩიასთან ურთიერთშელაპარაკება მოხდა და შემთხვევა მკვლელობით დასრულდა. შეგახსენებთ, რომ ახალგაზრდა დიჯეი და რეჟისორი დაჩი დარჩია 29 აგვისტოს “სქაი ბართან” ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ცივი იარაღით მოკლეს. შსს-მ 1994 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი მიხეილ გ. განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავა. მომხდარიდან მალევე შსს-მ 1994 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი მიხეილ გ. დაჩი დარჩიას განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავა. გამოძიებამ დაადგინა რომ 30 აგვისტოს, ღამით, ავლაბრის მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე ურთიერთშელაპარაკებისას დანით სამართალდამცველებმა მიხეილ გ. შემთხვევის ადგილზე დააკავეს. დანაშაულის ჩადენის იარაღი – დანა ნივთმტკიცებად ამოიღეს. დაკავებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს. გამოძიება განზრახ მკვლელობის ბრალდებით მიმდინარეობს.