„სხვა ამერიკა“ არტურ პოლოკის ობიექტივში

არტურ პოლოკმა ორმოც წელზე მეტხანს იმუშავა ახალი ამბების ფოტოგრაფად და არქივში ათასობით კადრი დატოვა.

ახალი ამბების ფოტოგრაფები ხშირად დადიოდნენ მნიშვნელოვან ღონისძიებებზე და მათი ფოტოები ასახავს კიდეც კონკრეტულ დროს კონკრეტულ ადგილას არსებულ ვითარებას, თუმცა, მასშტაბიდან გამომდინარე, ვერ უძლებს დროს. ისინი პროფესიონალები არიან, მაგრამ პროგნოზირებადი… არტურ პოლოკის ფოტოგრაფია კი სულ სხვა საკითხია. ათწლეულები გავიდა და მისი ფოტოები კვლავ ახალი და აქტუალური ჩანს. რომ არა ხელმოწერები, შეიძლება იფიქროთ, რომ ბევრი მათგანი სულ ახლახან გადაიღეს.

არტური მრავალი წლის განმავლობაში მოგზაურობდა ამერიკის შტატებში და სიცოცხლის ბოლო წლებში მუშაობდა Boston Herald Daily-ში ფოტორედაქტორად. ის  68 წლის ასაკში გარდაიცვალა. ჯერ კიდევ 2011 წელს, ჯესი პოლოკმა, ფოტოგრაფის შვილმა, გამოაქვეყნა მამის ფოტოების კოლექცია წიგნში „არტურ პოლოკი“. წიგნისთვის 200 ფოტო შეირჩა 10000-იანი არქივიდან. დღეს რამდენიმე მათგანს წარმოგიდგენთ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები