სამტრედიაში, სოფელ ჩხენიშში მოსახლეობისთვის უფასო სამედიცინო აქცია ჩატარდა

სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით, სოფელ ჩხენიშში ახალ სამედიცინო ამბულატორიაში, ისრაელის საქველმოქმედო საერთაშორისო ფონდი ,,გულთა კავშირისა” და ქუთაისის დიმიტრი ნაზარიშვილის სახელობის საოჯახო მედიცინის ცენტრის მიერ ერთობლივი უფასო სამედიცინო აქცია ჩატარდა.

აქციის ფარგლებში, წამყვანი სპეციალისტების მიერ ადგილობრივებს გაეწიათ პირველი და მეორე დონის სრული ამბულატორიული მომსახურება, ინსტრუმენტულ- ლაბორატორიული კვლევა.

გამოკვლევის პროცესს სამტრედიის მერი, დავით ბახტაძე ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად ესწრებოდა.

,,ჩვენ ვცდილობთ, ყველა ადმინისტრაციულ ერთეულში ჩავატაროთ უფასო გამოკვლევები. კეთილი საქმის კეთებაში აქტიურადაა ჩართული სხვადასხვა კლინიკები, მათ შორისაა დიმიტრი ნაზარიშვილის სახელობის საოჯახო მედიცინის ცენტრი და ისრაელის საქველმოქმედო საერთაშორისო ფონდი ,,გულთა კავშირი”. მადლობა ამ კარგი საქმისთვის სამედიცინო ცენტრის ხელმძღვანელს მერაბ კვიცარიძეს, ფონდის პრეზიდენტს რობერტადარს, მედპერსონალს და თითოეულ ადამიანს ვინც ჩართული იყო დღევანდელ სამედიცინო აქციაში”, – განაცხადა დავით ბახტაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები