დათო კოდუა: ზუგდიდი უნდა გახდეს ბევრი სპორტული ჩემპიონატისა და ტურნირის მასპინძელი

ზუგდიდმა MAX FIGHT-ის მე-12 საერთაშორისო ტურნირს უმასპინძლა. ღონისძიებას ზუგდიდის მერობის კანდიდატი დათო კოდუა, სახელმწიფო რწმუნებულთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად დაესწრო.

„მნიშვნელოვანია, რომ ჩვენს ქალაქში მსგავსი სპორტული აქტივობები ტარდება. ზუგდიდი უნდა გახდეს ბევრი სპორტული ჩემპიონატისა და ტურნირის მასპინძელი, რაც დამატებითი შესაძლებლობა იქნება ჩვენი მუნიციპალიტეტისთვის.

საერთაშორისო ტურნირში, ადგილობრივ მებრძოლებთან ერთად მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან მოწვეული სპორტსმენები მონაწილეობდნენ.

მადლობა ტურნირის ორგანიზატორს კიკბოქსინგში, მსოფლიოს სამგზის ჩემპიონს, დავით ქირიას, რომელიც ძალიან ბევრს შრომობს, რათა ჩვენი ქალაქის სახელი სპორტული ღონისძიებების რუქაზე მაღალპროფესიონალურად ჩანდეს“, – განაცხადა დათო კოდუამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები