“ზელენსკიმ მთლიანი დონეცკის ოლქის გადაცემაზე პუტინის მოთხოვნა უარყო” – “როიტერი”

“ზელენსკიმ მთლიანი დონეცკის ოლქის გადაცემაზე პუტინის მოთხოვნა უარყო”, – ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი იტყობინება.

გამოცემა წყაროებზე დაყრდნობით იუწყება, რომ ვოლოდიმირ ზელენსკიმ დონალდ ტრამპთან საუბრისას დონეცკის ოლქის არაოკუპირებული ნაწილების გადაცემის თაობაზე პუტინის მოთხოვნა უარყო.

მედიის ცნობით, ტრამპმა უთხრა ზელენსკის, რომ პუტინმა შესთავაზე ფრონტის ხაზის გაყინვა, თუ უკრაინა სრულად გაიყვანს თავის ძალებს დონეცკისა და ლუგანსკის რეგიონებიდან, რისი შესაძლებლობაც ზელენსკიმ გამორიცხა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები