ბაღდათში არასრულწლოვანმა ბულინგის გამო თვითმკვლელობა სცადა, რის შემდეგაც მშობლები და სკოლის დირექტორის ოჯახი ერთმანეთს დაუპირისპირდა

ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ როხში სკოლის დირექტორის ქმარმა ადგილობრივი მცხოვრების მანქანას ქვები დაუშინა.

შემთხვევის დროს ავტომობილში ქალი და ბავშვი იმყოფებოდა. თვითმხილველებმა ადგილზე პოლიცია გამოიძახეს, რის შემდეგაც შეუძლოდ გახდა თავად სკოლის დირექტორის ქმარი. ის კლინიკაში გადაიყვანეს.

ავტომობილის მფლობელი, გოგიტა სანიკიძე კი აცხადებს, რომ ძალადობას წინ მხარეებს შორის კონფლიქტი უძღოდა. სანიკიძეების შვილი როხის სკოლაში სწავლობდა. მშობლების თქმით, ის დირექტორის მხრიდან ბულინგს განიცდიდა, რის გამოც არასრულწლოვანმა თვითმკვლელობა სცადა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება დაწყებულია და მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები