შსს-მ ვაკის პარკში უკრაინის დროშის ჩამოხევის საქმეზე გამოძიება დაიწყო
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ ვაკის პარკში უკრაინის დროშის ჩამოხევის საქმეზე ადმინისტრაციული სამართალწარმოება დაიწყო.
როგორც „კვირას“ შსს-ში განუცხადეს, უწყებამ პირის იდენტიფიცირება უკვე მოახდინა.
მათივე ცნობით, მომხდარ ფაქტზე გამოძიება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 174-18 პრიმა მუხლით დაიწყო, რაც ევროპის კავშირის, ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის ან სხვა საერთაშორისო ორგანიზაციის ოფიციალური სიმბოლოს შებღალვას, სხვა სახელმწიფოს დროშის, ან გერბის შებღალვას გულისხმობს.
შეგახსენებთ, რომ ვაკის პარკში უკრაინის დროშა 7 მაისს ჩამოხიეს.