ზღაპრული დევონშირის საგრაფო
დევონშირის საგრაფოს სრულიად სამართლიანად შეიძლება, ეწოდოს “ზღაპრული”. იშვიათი სილამაზის სახლები ყვავილებით და ხვეული მცენარეებით არის შემკული. საგრაფოში ეკოლოგია ყველასათვის პირველ ადგილზეა, ამიტომ, ძალიან განვითარებულია გამწვანება და შენობები ეკოლოგიურად სუფთა მასალით არის ნაშენი. სახურავები დაფარულია ლერწმით.
საგრაფოს ტერიტორიაზე ძალიან ბევრი მდინარე გადის. დევონშირის დიდი ტერიტორია ეროვნული პარკით არის დაკავებული.
ინგლისში ძალიან განვითარებულია ფეხით მოსიარულეთა ტურიზმი. საგზაო ქსელი აქ ძალიან კარგადაა განვითარებული, სოფლის სასტუმროებიც საკმარისი, ასე რომ, შეიძლება – რკინიგზის ნებისმიერ სადგურზე ჩამოხვიდეთ დევონშირის საგრაფოში და ფეხით რამდენიმე დღის მანძილზე ისეირნოთ.
მას შემდეგ, რაც XIX საუკუნეში მდინარე დევონის გავლით რკინიგზა დააგეს, საგრაფოში ზღვისპირა კურორტების განვითარება დაიწყო, რასაც ხელი შეუწყო რბილმა კლიმატმა და არაჩვეულებრივმა ბუნებამ.
ტურიზმი დევონის ეკონომიკის კარგი მხარდამჭერი გახდა.
დევონის დედაქალაქი არის ქალაქი ექსეტერი, ხოლო საგრაფოს ყველაზე დიდ ქალაქს წარმოადგენს – პლიმუტი, რომელსაც ბრიტანეთის ყველაზე სასურველ ქალაქად მიიჩნევენ. ზუსტად პლიმუტიდან დაიწყო 1620 წელს პილიგრიმების მოგზაურობა ჩრდილო ამერიკაში.
ამ სახლების შემხედვარე, მართლაც გიჩნდება გრძნობა, რომ ზღაპარში ხარ…