პლანეტის ერთ-ერთმა ყველაზე პატარა ადამიანმა დაბადების დღე უმცროს ორმეტრიან ძმასთან ერთად აღნიშნა

ნიკ სმიტი – მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პატარა ადამიანი. მისი სიმაღლე 76 სანტიმეტრს შეადგენს. ცოტა ხნის წინ მას 28 წელი შეუსრულდა, დაბადების დღე მან დედასა და უმცროს ძმასთან ერთად აღნიშნა, რომელიც მასზე 1,2 მეტრით მაღალია. მიუხედავად დაბალი სიმაღლისა, ნიკი ბავშვობიდან სიყვარულსა და ზრუნვაში იზრდებოდა, რის გამოც თავს ყოველთვის ბედნიერად გრძნობდა.

ის მიკროცეფალიური ოსტეოდისპლასტიკური დაავადებით იტანჯება, რომელიც ძალიან იშვიათია და ადამიანი, როგორც წესი, ძალიან ცოტა ხანს ცოცხლობს, ასევე, სიმაღლეში არ იზრდება.

ნიკმა ექიმების ყველა მოლოდინს გადააჭარბა – მისი დედა, შერლი მიიჩნევს, რომ ეს ნამდვილი სასწაულია.

ნიკის ყოველი დაბადების დღე ძალიან დიდი დღესასწაულია ოჯახისთვის, ვინაიდან არავინ იცის, იცოცხლებს თუ არა ის კიდევ ერთი წელი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები