იტალიური სოფელი, რომელსაც ადამიანის ფორმა აქვს

როდესაც ზემოდან დახედავთ პატარა, სიცილიურ სოფელს – Centuripe, შეიძლება, დაინახოთ ადამიანი გაშლილი ხელებით ან ზღვის ვარსკვლავის მონახაზი.

Centuripe, რომლის მოსახლეობაც 5000-ზე მეტს შეადგენს, მდებარეობს ზღვის დონიდან 732 მეტრის სიმაღლეზე, მდინარეების – სიმეტოსა და დიტაინოს შორის განლაგებულ ქედზე, ენას პროვინციაში, კატანიას ჩრდილო-დასავლეთით.

ტექნიკური ენით, ამ სახის ურბანული გეგმას ეწოდება „პოლილობათი“, ამ შემთხვევაში ეს ნიშნავს ცენტრიდან ხუთი მიმართულებით განშტოებულ დასახლებას. შენობებისა და ნაგებობების ასეთი სივრცითი მოწყობის მიზეზი რელიეფის ბუნებრივ ფორმას უკავშირდება.

თავისი ხანგრძლივი და პრობლემური ისტორიით, ეს სოფელი ნამდვილი არქეოლოგიური ექსპონატია, რომელიც საუკეთესოდ არის აღწერილი რეგიონული არქეოლოგიური მუზეუმის მიერ. უძველესი ცენტურიპის ნაშთები მოიცავს ელინისტურ სახლებს კედლის მხატვრობით. ცენტრიდან რამდენიმე კილომეტრში არის ორი უძველესი ხიდი: რომაული და სარკინოზული. ახლოს არის რომაული აბანოები – Contrada Bagni და ციხე Corradino, ძეგლი იმპერიული რომაული პერიოდიდან. ამჟამად, ციხის ინტერიერის დათვალიერება შეუძლებელია.

Centuripe ასევე ცნობილია, როგორც „სიცილიის აივანი“, კატანიას დაბლობზე მისი შესანიშნავი ხედის გამო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები