შალვა პაპუაშვილი: ყველა ქუთაისელს ვულოცავ გვირილობას
პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი ქუთაისელებს გვირილობის დღესასწაულს ულოცავს.
„ყველა ქუთაისელს ვულოცავ 2 მაისს, ქუთაისის დღეს – გვირილობას. გვირილობა ულამაზესი და ჭეშმარიტად სახალხო დღესასწაულია, რომელსაც დიდი ტრადიცია აქვს. საუკუნის წინ, ყოველ ორ მაისს, გიმნაზიის მოსწავლეები ჭლექით დაავადებულთა დასახმარებლად აგროვებდნენ თანხას, ყველა შემომწირველს კი გვირილას ჩუქნიდნენ. დღესაც საზოგადოებრივ სოლიდარობასა და სიკეთის კეთებას არანაკლებად დიდი მნიშვნელობა აქვს. გილოცავთ ორმაისობას და სიკეთით სავსე ცხოვრებას გისურვებთ ყველას“, – წერს შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში.