ხობის მუნიციპალიტეტში, სოფელ პატარა ფოთში ავტოსაგზაო შემთხვევას 8 წლის ბავშვისა და შუახნის მამაკაცის სიცოცხლე ემსხვერპლა.
არსებული ინფორმაციით, ნასვამ მდგომარეობაში მყოფი მსუბუქი ავტომობილის მძღოლი ორ ქვეითს მაშინ დაეჯახა, როდესაც ისინი ქუჩის გადაკვეთას ცდილობდნენ.
შემთხვევის შედეგად ორივე მათგანი ადგილზე დაიღუპა. გავრცელებული ინფორმაციით, გარდაცვლილები ნათესავები არიან.
ადგილზე სამართალდამცველები არიან მობილიზებული.