თურქეთის ქალაქ იზმირში, ელიტარულ საცხოვრებელ კომპლექსში ხანძარი გაჩნდა, რის შედეგად 7 ადამიანი დაშავდა.
ამის შესახებ ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრმა, ფაჰრეთინ ქოჯამ Twitter-ში დაწერა.
მისი თქმით, დაშავებულთა მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
ხანძრის გამომწვევი მიზეზების შესახებ ზუსტი ინფორმაცია ჯერ არ ვრცელდება, თუმცა, თვითმხილველები ამბობენ, რომ აფეთქებების მსგავსი ხმები ესმოდათ.
ადგილობრივი მედია არ გამორიცხავს, რომ შესაძლოა, მიზეზი გაზის ბალონის აფეთქება ყოფილიყო.