დავით ქართველიშვილი: “ნაცების” „პიონერხელმძღვანელის“ ჯო უილსონის სიცრუეზე, დეზინფორმაციაზე, ცილისწამებაზე, უსამართლობაზე დაფუძნებულ შეკითხვას მარკო რუბიომ ისეთი სამ-თუ-ოთხაზროვანი პასუხი გასცა, რომ „გუგლ-თარჯიმანმა“ ბოლი გამოუშვა
„ხალხის ძალის“ წევრი, დავით ქართველიშვილი, სენატორ მარკო რუბიოს პასუხს სოციალურ ქსელში ეხმიანება და აღნიშნავს, რომ უილსონის შეკითხვა აბსურდული და ცილისმწამებლური იყო, ხოლო რუბიოს პასუხი – იმდენად გაუგებარი, რომ მისი თარგმნა სირთულეს წარმოადგენდა.
ქართველიშვილის თქმით, რუბიოს პასუხი აჩვენებს, რომ სენატორი საქართველოში სიტუაციას ზედაპირულად იცნობს.
„ნაცების “პიონერხელმძღვანელის” ჯო უილსონის სიცრუეზე, დეზინფორმაციაზე, ცილისწამებაზე, უსამართლობაზე დაფუძნებულ შეკითხვას (საქართველოს “ანტიამერიკულ” ხელისუფლებაზე), მარკო რუბიომ იმდენად სამ თუ ოთხაზროვანი პასუხი გასცა, რომ “გუგლ-თარჯიმანმა” მის განცხადებაზე “ბოლი გამოუშვა”. მე კი ორი შთაბეჭდილება შემექმნა, რომ: 1) უილსონის შეკითხვიდან გამომდინარე – მას დღემდე “კაცი და ქალი” ერთმანეთში ერევა და 2) რუბიო იმდენად ერკვევა საქართველოში, რამდენადაც ორი “ჯორჯიას” არსებობას ეგუება.
ნაცების სოციალ-ქსელური სიხარულის დაჩქარების და მათი პარტიული ზეიმის ექსტაზში გადაყვანის მიზნით, დაბეჯითებით ვთავაზობ მარკო რუბიოს, თავისი დაპირება “ყველა ანტიამერიკულ მთავრობას თავისი ფასი გადაახდევინოს” – დროში არ გაწელოს. მისი ფრაზა: “ჩვენ ვსწავლობთ…ჩვენ შევხედავთ…ჩვენ განვიხილავთ” – უილსონის შეგირდებს არანაირად არ აწყობთ! მათ შედეგი სასწრაფოდ სჭირდებათ – 26 მაისამდე!!! მერე აზრი არა აქვს!
თუ რატომ არა აქვს აზრი – ერთი კომედიიდან ეპიზოდი გამახსენდა: ჩვენი “ოპოზიციისა” არ იყოს, წინაიმპოტენტურ მდგომარეობაში მყოფმა ერთმა პენსიონერმა ლამაზმანის მოლოდინში სამი აბი “ვიაგრა” დალია – ქალმა კი ჯერ “ვაგვიანებო” დაურეკა, და მერე კი საერთოდ “გადააგდო”. იმ პენსიონერს კი “26 მაისისთვის” სჭირდებოდა, თორემ მოგვიანებით, არაფერს აზრი აღარ ჰქონდა. იმ ქალის საქციელმა კი მასში ჯერ სტენოკარდიის შეტევა, ხოლო ბოლოს ინსულტი განუვითარა…“, – წერს ქართველიშვილი.