ხულოს დრამატულ თეატრში ღონისძიება – ,,ამაგდარი“ გაიმართა
ხულოს დრამატულ თეატრში, მუნიციპალიტეტში მცხოვრები ღვაწლმოსილი ადამიანებისადმი მიძღვნილი ღონისძიება – ,,ამაგდარი“ გაიმართა.
ღონისძიების ფარგლებში, მუნიციპალიტეტში მცხოვრები 30 ღვაწლმოსილი ადამიანის დაჯილდოების ცერემონიალი მოეწყო. მადლობის სიგელებით დაჯილდოვდნენ ადამიანები, რომლებმაც თავიანთი ცხოვრება, უანგაროდ, სხვებზე ზრუნვასა და შრომაში გაატარეს.
ღვაწლმოსილი ადამიანების საპატივსაცემოდ, ხულოს კულტურის ცენტრთან არსებული ანსამბლების და ინდივიდუალური შემსრულებლების მონაწილეობით კონცერტი ჩატარდა
ღონსძიებას, ხულოს მუნიციპალიტეტის მერი ვახტანგ ბერიძე, აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრი ზაზა შავაძე, საქართველოს პარლამენტის წევრი ანზორ ბოლქვაძე, აჭარის უმაღლესი საბჭოს მაჟორიტარი დეპუტატი ფრიდონ ფუტკარაძე, საკრებულოს თავმჯდომარე რენარ ბოლქვაძე და საზოგადოების წარმომადგენლები ესწრებოდნენ
აღნიშნული ღონისძიება ხულოში წელს პირველად გაიმართა და მომავალშიც გაგრძელდება. ღონისძიების მიზანია გამოავლინოს მუნიციპალიტეტში მცხოვრები სხვადასხვა სფეროში მოღვაწე ადამიანები, რომლებსაც მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვით სხვა ადამიანებზე ზრუნვაში.
აღნიშნულ ინფორმაციას ხულოს მერია ავრცელებს.