ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფლებში – სუფსასა და ხაჯალიაში საბავშვო ბაღების მშენებლობა მიმდინარეობს
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფლებში – სუფსასა და ხაჯალიაში საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის დაფინანსებით 100-100 ბავშვზე გათვლილი საბავშვო ბაღების მშენებლობა მიმდინარეობს.
“ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში ორი ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობა დასკვნით ეტაპზეა. ახალი 2023-2024 სასწავლო წლიდან სუფსასა და ხაჯალიაში მცხოვრები ბავშვები ახალ, თანამედროვე სტანდარტების შესაბამის ბაღებში გააგრძელებენ სააღმზრდელო პროცესს. გარდა ამისა, მუნიციპალიტეტში წელს დამატებით 5 საბავშვო ბაღის მშენებლობის დაწყება იგეგმება. ამით, ჯამურად, სრულად აღმოიფხვრება ამ კუთხით არსებული ინფრასტრუქტურული საჭიროებები”, – აღნიშნა ლანჩხუთის მერმა.
პროექტის ღირებულება, ჯამურად, 8 200 000 ლარია.
სამუშაოები ლანჩხუთის მერმა, ალექსანდრე სარიშვილმა მოადგილე თორნიკე ტიკაძესთან ერთად დაათვალიერა.
ინფორმაციას ლანჩხუთის მერია ავრცელებს.