ახალციხის მუნიციპალიტეტში სპორტული მოედნები ეწყობა

ახალციხის მუნიციპალიტეტში, ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციისა და ხელშეწყობის მიზნით, სპორტული მინიმოედნების მოწყობა-რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს. ინფორმაციას მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.
მათი ცნობით, ამ დროისთვის, სოფელ სხვილისში და ქალაქ ახალციხეში, ტაბიძის ქუჩაზე და რუსთაველის ქუჩა №125-ში, ახალი ხელოვნურსაფარიანი სპორტული მოედნების მშენებლობა დასრულებულია. აღნიშნულ დასახლებებში მცხოვრები ახალგაზრდები უკვე სარგებლობენ თანამედროვე სტანდარტების მქონე სპორტული ინფრასტრუქტურით.
სამუშაოები ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხით დაფინანსდა. აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წელს სპორტული მოედნების მოწყობა-რეაბილიტაცია დაგეგმილია სოფლებში სვირში, მინაძეში, ელიაწმინდაში, აწყურში, ღრელში, ზიკილიასა და მეორე შახტის დასახლებაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები