გორის მერია: საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით, მუნიციპალიტეტში ახალი ვიდეოკამერები ჩაირთო
საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით, გორის მუნიციპალიტეტში ახალი ვიდეოკამერები ჩაირთო. ინფორმაციას გორის მერია ავრცელებს.
“კამერები აფიქსირებენ საგზაო მოძრაობის წესების დარღვევებს.
ვიდეოკამერები ჩაირთო შემდეგ ლოკაციებზე:
გორი, შუქნიშნებთან
გორის, ცხინვალის გზატკეცილი #4
ცხინვალის გზატკეცილი ს/გზის მე-3 კმ (ავტობანის კვანძის მიმდებარედ)
ცხინვალის გზატკეცილი ს/გზის მე-6 კმ (კარალეთის მიმდებარედ)
ცხინვალის გზატკეცილი ს/გზის მე-9 კმ (კარალეთის მიმდებარედ)
ცხინვალის გზატკეცილი ს/გზის მე-13 კმ (ძევერის მიმდებარედ)
ცხინვალის გზატკეცილი ს/გზის მე-17 კმ (ტყვიავის მიმდებარედ)
ბერბუკის მიმდებარედ
ხელთუბნის მიმდებრედ
ხიდისთავის გასასვლელის მიმდებარედ
უფლისციხის მიმდებარედ
ქალაქის შესასვლელში და გასასვლელში დამონტაჟებული ვიდეოკამერები სავალდებულო პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების გავლასაც აკონტროლებს.
დაჯარიმებული მძღოლები ჯარიმის შესახებ ინფორმაციას შსს-ს მომსახურების სააგენტოს მომხმარებელთა სატელეფონო მონაცემების ბაზაში დაფიქსირებულ ტელეფონის ნომერზე მიიღებენ.
მძღოლების ინფორმირების მიზნით, აღნიშნული ტექნიკური მოწყობილობების განთავსების ადგილზე წინასწარ დამონტაჟდა საგზაო გამაფრთხილებელი აბრებიც”, – ნათქვამია განცხადებაში.