რაულ ხაჯიმბა: რუსეთმა და აფხაზეთმა, შესაძლოა, კოლექტიური შეიარაღებული ძალები შექმნან
ოკუპირებული რეგიონის დე ფაქტო ახლად არჩეულმა ლიდერმა რაულ ხაჯიმბას განცხადებით, რუსეთმა და მის მიერ ოკუპირებულმა აფხაზეთმა, შესაძლოა, კოლექტიური შეიარაღებული ძალები შექმნან.
მან, იმედი გამოთქვა, რომ რუსული მხარეც დაინტერესდება აღნიშნული პროექტით.
“აფხაზეთისა და რუსეთის კოლექტიური შეიარაღებული ძალების შექმნის გეგმების რეალიზაცია უსაფრთხოების უზრუნველყოფის თვალსაზრისით ბევრ პრობლემას გადაჭრის. კოლექტიური შეიარაღებული ძალების შექმნა ნორმალური პროცესია. ჩვენ გვყავს ჩვენი ჯარი, არის რუსული სამხედრო ბაზა. საჭიროა ერთობლივი ძალისხმევა კოორდინაციული მოქმედებებისთვის. ვფიქრობ, რუსეთი წინააღმდეგი არ იქნება”, – განაცხადა ხაჯიმბამ.