ნინო კვაჭანტირაძე: ცრუპატრიოტობა, უწიგნურობა და გულზე მჯიღის ბაგუნია, რომ გვღუპავს და გვანადგურებს

ჟურნალისტი, ნინო კვაჭანტირაძე სოციალურ ქსელში გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც მოქალაქეები ვასილ ბარნოვის ქუჩისთვის სახელის გადარქმევას და გიორგი ანწუხელიძის სახელის მინიჭებას ითხოვენ, ეხმიანება.

როგორც ჟურნალისტი “ფეისბუქის” პირად გვერდზე წერს, გიორგი ანწუხელიძის სახელობის ქუჩა თბილისში უკვე არსებობს და იდეის ავტორებს ცრუპატრიოტიზმში ადანაშაულებს.

“ბარნოვის ქუჩას სახელი გადაარქვით და გიორგი ანწუხელიძის სახელი დაარქვითო- უბრძანებია ჩვენი დროის ერთ -ერთ ” პატრიოტს”, რადგან ვასილ ბარნოვი რუსი მწერალი იყოო… პატივცემულო მოქალაქევ, ვასილ ბარნოვი, გვარად ბარნაველი,ქართველი მწერალი იყო და უფრო მეტიც, ქართული ისტორიული რომანის ფუძემდებელი და მისი სახელი, საქართველოს წინაშე არაერთი დამსახურების გამო, მის სიცოცხლეშივე მიანიჭეს ქუჩას, აბა, ეს როგორ გამოგრჩა, როგორც ჩანს, სხვა ყველაფერი კარგად იცი… გიორგი ანწუხელიძის ქუჩა კი თბილისში უკვე არსებობს!
ეგ ცრუპატრიოტობა, უწიგნურობა და გულზე მჯიღის ბაგუნია, რომ გვღუპავს და გვანადგურებს”, – წერს ნინო კვაჭანტირაძე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები