ახალგორთან დამაკავშირებელი გზა გახსნილია
ახალგორთან დამაკავშირებელი გზა გახსნილია. შეზღუდვები რუსმა ოკუპანტებმა გუშინ საღამოს მოხსნეს. ახალგორის გზა რუსეთის მიერ სამხრეთ ოსეთის სახელმწიფოებრივი აღიარების დღესასწაულის გამო ოთხი დღის წინ ჩაიკეტა.
საოკუპაციო რეჟიმის განცხადებით, გზაზე მოძრაობა დაგეგმილი ღონისძიებების უსაფრთხოების მიზნით შეიზღუდა.
2008 წლის 26 აგვისტოს რუსეთის მაშინდელმა პრეზიდენტმა დიმიტრი მედვედევმა ე.წ. სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დამოუკიდებლობა აღიარა.