ზელენსკიმ ბელარუსსა და პოლონეთთან ქვეყნის საზღვარი მოინახულა

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ბელარუსსა და პოლონეთთან არსებული საზღვრის მონაკვეთი დაათვალიერა.

ამის შესახებ ზელენსკიმ „ტელეგრამში“ დაწერა.

„საზღვარი ბელარუსსა და პოლონეთთან. ჩემთვის პატივია, დღეს აქ ვიყო, მადლობა გადავუხადო ჩვენს მესაზღვრეებს სახელმწიფო საზღვრის დაცვისთვის, ჩვენი სახელმწიფოს დაცვისთვის ბახმუტში. ვიცი, როგორ ძლიერად იდექით იქ და გეჭირათ ბახმუტი“, – დაწერა უკრაინის პრეზიდენტმა.

ზელენსკის თქმით, უკრაინელები ძლიერი მესაზღვრეებით ამაყობენ.

„შეინარჩუნეთ ძალა, სამართლიანობა და მრისხანება, რომელიც გვაქვს ჩვენი სახელმწიფოს დაცვისას. ყველას გისურვებთ მხოლოდ გამარჯვებას“, – აღნიშნა ზელენსკიმ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები