წაბლანის ტრაგედიიდან 34 წელი გავიდა

წაბლანის ტრაგედიიდან 34 წელი გავიდა. დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს ხულოს მუნიციპალიტეტის მერმა – ვახტანგ ბერიძემ, აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძემ, აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრმა – ზაზა შავაძემ, აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა – ნინო ნიჟარაძემ, საკრებულოს თავმჯდომარე რენარ ბოლქვაძემ, უმაღლესი საბჭოს დეპუტატმა – ფრიდონ ფუტკარაძემ, თვითმმართველობის წარმომადგენლებმა და ადგილობრივმა მოსახლეობამ.

1989 წლის 19 აპრილს სოფელ წაბლანაში მეწყერი ჩამოწვა. სოლგომანის მთის ჩამოშლას 23 ადამიანის, მათ შორის, სამი ბავშვის სიცოცხლე ემსხვერპლა.

2020 წელს, დაღუპულთა პატივსაცემად, სტიქიის ადგილას მოეწყო სკვერი და განთავსდა მემორიალური დაფები.

აღნიშნულ ინფორმაციას ხულოს მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები