„სასკოლო ოლიმპიადა 2020-23“-ს ფარგლებში, საჩხერეში, იმერეთის რეგიონალური თამაშები გაიმართა
8-9 აპრილს „სასკოლო ოლიმპიადა 2020-23“-ს ფარგლებში, საჩხერეში, გაიმართა იმერეთის რეგიონალური თამაშები ფრენბურთში, გოგონათა და ვაჟთა კატეგორიებში. ინფორმაციას საჩხერის მერია ავრცელებს.
“თამაშებში გოგონების 11 და ვაჟების 11 გუნდი იღებდა მონაწილეობას. თითოეული გუნდი საკუთარ მუნიციპალიტეტს წარმოადგენდა.
თამაშები სავანისა და საჩხერის მე-2 საჯარო სკოლების სპორტულ დარბაზებში გაიმართა.
ფინალში გადავიდნენ და I, II და III ადგილები გადაინაწილეს შემდეგმა გუნდებმა გოგონებში:
I ადგილი – ქუთაისი (ჩემპიონი)
II ადგილი-საჩხერე
III ადგილი-სამტრედია
ვაჟებს შორის I, II და III ადგილები გადაინაწილეს შემდეგმა გუნდებმა:
I ადგილი -წყალტუბო (ჩემპიონი)
II ადგილი -ზესტაფონი
IIIადგილი – ქუთაისი.
გამარჯვებულ გუნდებს საჩხერის მუნიციპალიტეტის მერიისგან შესაბამისი ხარისხის დიპლომები, მედლები და თასები გადაეცათ.
სპორტულ ოლიმპიადას ესწრებოდან იმერეთის ოლიმპიური კომიტეტის რეგიონალური კომიტეტის თავმჯდომარე რეზო რობაქიძე. საჩხერის მუნიციპალიტეტის მერიის სახელით, საჩხერეში სპორტის მხარდაჭერისთვის, დიპლომი და სიმბოლური საჩუქრები გადაეცა”,- ნათქვამია ინფორმაციაში.