მცხეთის მერი მშენებელი კომპანიების ხელმძღვანელებს შეხვდა, რომლებიც მუნიციპალიტეტში სხვადასხვა ინფრასტრუქტურულ პროექტს ახორციელებენ

მცხეთის მუნიციპალიტეტის მერი დიმიტრი ზურაბიშვილი, მოადგილე თამაზ ფოლოდაშვილთან ერთად, მშენებელი კომპანიების ხელმძღვანელებს შეხვდა, რომლებიც მუნიციპალიტეტში სხვადასხვა ინფრასტრუქტურულ პროექტს ახორციელებენ.
ინფორმაციას მცხეთის მერია ავრცელებს.
,,კომპანიების ხელმძღვანელებმა მცხეთის მერს დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს დაგეგმილი და დასრულებული სამუშაოების შესახებ.
დიმიტრი ზურაბიშვილმა ყურადღება გაამახვილა პროექტების ხარისხიანად, დაგეგმილ ვადებში შესრულების აუცილებლობაზე. ხაზი გაესვა უსაფრთხოების ზომების მაქსიმალური დაცვის მნიშვნელობას.
სამუშაო შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ მერიის არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობასა და ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ზედამხედველობის განყოფილების უფროსი მერაბ თუხარელი, შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლები და შპს „მეგამშენის” დირექტორი ხატია გაბაძე”,- წერია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები