თბილისის მეტროს საბურთალოს ხაზზე მოძრაობა აღდგა – “ტექნიკური შეფერხება იყო”

თბილისის მეტროს საბურთალოს ხაზზე მოძრაობა აღდგა და მგზავრები შეუფერხებლად გადაადგილდებიან.

როგორც სატრანსპორტო კომპანიაში აცხადებენ, შეფერხების მიზეზი ტექნიკური ხარვეზი იყო, რომლის აღმოსაფხვრელად შესაბამისმა ჯგუფმა იმუშავა.

შეგახსენებთ, მსგავსი შეფერხება გუშინ მეტროს პირველ ხაზზეც დაფიქსირდა და პრობლემა მალევე აღმოიფხვრა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები