კეიკო ფუხიმორი პერუს პირველი ქალი პრეზიდენტი გახდა

პერუს საპრეზიდენტო არჩევნებში მემარჯვენე „სახალხო ძალის“ კანდიდატმა, კეიკო ფუხიმორიმ გაიმარჯვა.

ამის შესახებ საარჩევნო პროცესების ეროვნულმა ოფისმა (ONPE) განაცხადა.

სააგენტოს ოფიციალური მონაცემებით, ბიულეტენების 100%-ის დამუშავების შემდეგ, ფუხიმორიმ 9,223,396 მოქალაქის მხარდაჭერა მიიღო, რაც ხმების 50.135%-ს შეადგენს. მისმა მთავარმა ოპონენტმა, რობერტო სანჩესმა, რომელიც პოლიტიკურ ორგანიზაცია „ერთად პერუსთვის“ წარმოადგენს, მიცემული ხმების 49.865% მიიღო, რაც 9,173,755 ხმა არის.

ფუხიმორი ქვეყნის ისტორიაში პირველი ქალი გახდა, რომელიც დემოკრატიულად აირჩიეს უმაღლეს თანამდებობაზე.

2022 წელს პრეზიდენტის თანამდებობა დინა ბოლუარტემ დაიკავა, თუმცა მან თავისი უფლებამოსილება მას შემდეგ გადაიბარა, რაც პარლამენტმა მისი წინამორბედი, პედრო კასტილიო, საკანონმდებლო ორგანოს დაშლის მცდელობის შემდეგ თანამდებობიდან გადააყენა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები