თბილისის მეტროს პირველ ხაზზე მატარებლების მოძრაობა აღდგა

თბილისის სატრანსპორტო კომპანიის ინფორმაციით, თბილისის მეტროს პირველ ხაზზე მატარებლების მოძრაობა აღდგა.

“თბილისის მეტროს პირველი ხაზზე (ახმეტელის თეატრი – ვარკეთილი) აღდგა მატარებლების მოძრაობა და ყველა სადგური გაიხსნა მგზავრებისთვის.

მეტროს პირველ ხაზზე, მოძრავი შემადგენლობის ტექნიკური ხარვეზის გამო დროებით შეჩერებული იყო მატარებლების მოძრაობა.

სატრანსპორტო კომპანიის შესაბამისი სამსახურების თანამშრომლებმა დროულად გამოასწორეს ხარვეზი და პირველი ხაზი ჩვეულ რეჟიმში ემსახურება მგზავრებს”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები