მტრედები და აირწინაღები – მსოფლიო ომის მეორე მხარე

1914 წლის 28 ივლისს კაცობრიობის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ფართომასშტაბიანი შეიარაღებული კონფლიქტი დაიწყო – პირველი მსოფლიო ომი, მაგრამ მან ეს სახელი მხოლოდ მეორე მსოფლიო ომის შემდეგ მიიღო. იმ პერიოდში მას მხოლოდ “დიდს” უწოდებდნენ.
ქვეყნებმა, რომლებიც  კონფლიქტში მონაწილეობდნენ, 10 მილიონი ჯარისკაცი და, დაახლოებით, 12 მილიონი მშვიდობიანი მოსახლე დაკარგეს, 55 მილიონი ადამიანი კი დაშავდა.
2014 წელს, პირველი მსოფლიო ომის 100 წლისთავზე, სააგენტო Reuters-მა ომის დროინდელი აქამდე უცნობი კადრები გამოაქვეყნა. ფოტოების ომის პერიოდის კონტრასტებს აჩვენებს, როდესაც მაღალტექნოლოგიური არტილერია ერწყმოდა მობილურ მტრედებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები