ნიუ-იორკის სასამართლოში აშშ-ის 45-ე პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის პროცესი მიმდინარეობს. ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, ტრამპი მანჰეტენის სისხლის სამართლის სასამართლოს შენობის მე-15 სართულზე, სასამართლო დარბაზში შევიდა.
როგორც მედია წერს, 30-ზე მეტი ბრალდების შესახებ დეტალები, რომლებიც ტრამპს წარედგინება, მას შემდეგ გახდება ცნობილი, როდესაც ნაფიც მსაჯულთა საბრალდებო დასკვნას ლუქი აეხსნება.
საბრალდებო დასკვნა გამომდინარეობს გამოძიებიდან, რომელიც დაკავშირებულია 2016 წლის საპრეზიდენტო კამპანიის დროს ზრდასრულთა ფილმების მსახიობ სტორმი დენიელსისთვის გადახდილ ფულთან დაკავშირებით.
აღსანიშნავია, რომ ნიუ-იორკის შტატის სასამართლოში ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის პროცესის პირდაპირ ეთერში ტრანსლაცია აიკრძალა, თუმცა, პროცესის ოფიციალური ნაწილის დაწყებამდე, ხუთ ფოტოგრაფს ტრამპისა და სასამართლო დარბაზის გადაღების უფლება ექნება.