GWP-ის ინფორმაციით, 5 აპრილს ლილოს დასახლებაში წყალი 24 საათით შეწყდება

5 აპრილს, „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ სამგორის რაიონში, ჭირნახულის ქუჩაზე, წყალმომარაგების ქსელის სრული რეაბილიტაციის ფარგლებში, ახალ ქსელზე გადაერთებითი სამუშაოების მეორე ეტაპს ჩაატარებს, რის გამოც გარკვეულ უბნებს წყალმომარაგება შეეზღუდება.
კომპანია „ჯივიპის“ ცნობით, ჭირნახულის ქუჩაზე, სარეაბილიტაციო პროექტის ფარგლებში 1,5 კმ-ზე მეტი სიგრძის მოძველებული ქსელი განახლდა, წყალმომარაგების სტაბილურობისთვის ახალ ქსელზე ევროსტანდარტის ჩამკეტ-მარეგულირებელი ურდულები და წყლის წნევის რეგულატორები დამონტაჟდა. ასევე, სახანძრო ჰიდრანტები და საკვანძო ჭები მოეწყო.

„კომპანიის ტექნიკური ჯგუფები აუცილებელ გადაერთებით სამუშაოებს 5 აპრილს დაიწყებენ და 24 საათიან ინტენსიურ რეჟიმში შეასრულებენ. სარეაბილიტაციო პროექტის შედეგად, ჭირნახულისა და მიმდებარე ქუჩების აბონენტებს მომსახურების ხარისხი მნიშვნელოვნად გაუუმჯობესდებათ.
ახალ ქსელზე გადაერთებით სამუშაოებთან დაკავშირებით ხვალ, 5 აპრილს, დილის 10:00 საათიდან 6 აპრილის დილის 10:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება:
სამგორის რაიონში: ლილოს დასახლებას კვარტლებით და მიკრორაიონებით, ჭირნახულის, აფხაზავას, ნამორაძის, სტურუას, გოკიელის, კამოს (ტყემალაძე) და მეფრინველეობის ქუჩებს შესახვევებით.
„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ ბოდიშს უხდის მომხმარებლებს დისკომფორტისთვის. წყალმომარაგების სრულად აღდგენამდე კომპანია მოსახლეობას წყალს ცისტერნებით მიაწვდის.
წყალმომარაგების შეზღუდვისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას, ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით უგზავნის. დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის – 2 93 11 11, ფეისბუქისა და ვებგვერდის მეშვეობით http://www.gwp.ge,“ – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები