გიორგი ტყემალაძემ ვაკის რაიონში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები დაათვალიერა

თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე, ვაკის მაჟორიტარი გიორგი ტყემალაძე რაიონის გამგებელთან, დავით კვინიკაძესთან ერთად, ვაკის რაიონში რამდენიმე მისამართზე წყალარინების ქსელების განახლების პროცესს გაეცნო და ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა.

საკრებულოს თავმჯდომარემ ვაჟა-ფშაველას პირველი კვარტლის N 12 და N 15 კორპუსების მიმდებარე ტერიტორიაზე წყალარინების ქსელის დასრულებული სარეაბილიტაციო სამუშაოები მოინახულა, ასევე იმყოფებოდა რადიანის ქუჩის N20-ში, სადაც წყალარინების ქსელის გამოცვლა მიმდინარეობს. ტერიტორიაზე იცვლება მილები და ჭები, რეაბილიტირებულ პერიმეტრზე კი ასფალტის საფარი დაიგება. როგორც თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ განაცხადა, დაგეგმილია ქალაქის წყალმომარაგების სისტემის სრული განახლება და რეაბილიტაცია.

“ჩვენი ერთ-ერთი პრიორიტეტი ქალაქის ინფრასტრუქტურის მოწესრიგება, აღდგენა-განახლება და თითოეული მოქალაქის ინტერესებზე მორგებაა. სარეაბილიტაციო პროექტების ფარგლებში, გუშინ დასრულდა ვაჟა-ფშაველას I კვარტლის N12 და N15 კორპუსების მიმდებარე ტერიტორიაზე წყალარინების სისტემის რეაბილიტაცია, სრული მოწესრიგება. ორი კორპუსის ტერიტორიაზე გამოიცვალა მილები და ჭები, რეაბილიტირებულ პერიმეტრზე უახლოეს დღეებში ასფალტის საფარი დაიგება. ასევე, აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს რადიანის ქუჩის N20-ში წყალარინების ქსელის გამოცვლა. ტერიტორიაზე იცვლება მილები და ჭები, რის შემდეგაც რეაბილიტირებულ პერიმეტრზე ასფალტის საფარი დაიგება“,- განაცხადა გიორგი ტყემალაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები