ქუთაისში ახალგაზრდა ქალს ყოფილმა ქმარმა ცივი იარაღით რამდენიმე ჭრილობა მიაყენა, შემდეგ კი სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. ქალი კლინიკაშია გადაყვანილი, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა. შემთხვევა გუშინ გვიან ღამით მოხდა.
გარდაცვლილი მამაკაცის ცხედარი სამეგრელოში, მშობლიურ სოფელშია გადასვენებული.
როგორც “კვირას” შსს-ში განუცხადეს, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 117-ე მუხლით მიმდინარეობს რაც ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილ ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.