მედია: ორშაბათს კოსოვოს ყოფილი პრეზიდენტი ჰააგას სასამართლოს წინაშე წარდგება

Former Kosovo President Hashim Thaci, who resigned and was taken into custody of a war crimes tribunal, appears for the first time before the Kosovo Specialist Chambers in The Hague, Netherlands November 9, 2020. Jerry Lampen/Pool via REUTERS TPX IMAGES OF THE DAY

კოსოვოს ყოფილი პრეზიდენტი, 54 წლის ჰაშიმ ტაჩი ჰააგას სასამართლოს წინაშე წარდგება სამხედრო დანაშაულების ბრალდებით. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას Reuters ავრცელებს. 

საინფორმაციო სააგენტოს ცნობით, სასამართლო განხილვა ორშაბათს, 3 აპრილსაა დაგეგმილი.

ტაჩის სამხედრო დანაშაულის და ადამიანობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულების 10 პუნქტის მიხედვით ადანაშაულებენ, მათ შორის დევნისთვის, მოკვლისთვის, წამებისთვის და ომის დროს ადამიანების ძალდატანებით გაუჩინარებაში. ასევე სპეციალური სასამართლო თვლის, რომ კოსოვოს ყოფილი პრეზიდენტი ომის დროს 100 მშვიდობიანი მოსახლის მკვლელობაშია დამნაშავე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები