“სამგორში წყალსადენი ავარიულად დაზიანდა, წყალმომარაგება 03:00 საათამდე შეზღუდული იქნება” – GWP სპეციალურ განცხადებას ავრცელებს

სამგორში წყალსადენის ქსელის ავარიულად დაზიანების გამო მოსახლეობის ნაწილს 03:00 საათამდე წყალი არ მიეწოდება. ინფორმაციას კომპანია “ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი” ავრცელებს.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ქსელზე მიმდინარეობს აღდგენითი სამუშაოები.

“სამგორის რაიონში, მოქალაქის კუთვნილი წყალსადენის ქსელი ავარიულად დაზიანდა.
აღნიშნულთან დაკავშირებით აუცილებელია წყალმომარაგების ქსელის დაცლა, რის გამოც 31 მარტს, 17:30 საათიდან, 1 აპრილის დილის 03:00 საათამდე, წყალმომარაგება შეეზღუდება:

სამგორის რაიონი – ვარკეთილის III მასივს, კალოუბნის, თრიალეთის, საცხენისის, შუამთის, წნორის, წყლის, ელდარის, გახოკიძის, ჯავახეთის, გაბაშვილის, ლორთქიფანიძის, წულუკიძის, კაკლიანის, ბერიაშვილის, აეროდრომის 1-2 და 8-10 ქუჩას, კახეთის გზატკეცილის ნაწილს, რამიშვილი N38, სამგორის დასახლებას.

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ ბოდიშს უხდის მომხმარებლებს დისკომფორტისთვის.

წყალმომარაგების შეზღუდვისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას, „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით უგზავნის. დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის – 2 93 11 11, ფეისბუქისა და ვებგვერდის მეშვეობით www.gwp.ge“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები