მარია კალასი და არისტოტელ ოანისი – სიყვარულის ისტორია
სიყვარულს შეუძლია, გამოიწვიოს ტრაგედიები და ადამიანის ბედი დაანგრიოს. სიყვარულის ისტორია, რომლის შესახებაც ახლა მოგიყვებით, ზუსტად ამას მოწმობს.
სიყვარული უცნაური და რთული გრძნობაა, ზოგჯერ ეწინააღმდეგება საღ გონებას, არ იღებს საზოგადო წესებს და არ ითვალისწინებს სხვების აზრს. სიყვარული ავადმყოფობაა, რომელიც ვნებს სულსა და გულს მიუხედავად იმისა, ადამიანი ვარსკვლავია თუ რიგითი მოქალაქე. ვარსკვლავებს შორისაც არიან ისეთი ადამიანები, რომლებმაც ეს გადაიტანეს.
მარია კალასი და არისტოტელ ოანისი
ოპერის მომღერლისა და მსოფლიოში ყველაზე მდიდარი ადამიანის რომანს შესაძლოა, ეწოდოს ვნებებით, სიყვარულითა და დამცირებით სავსე. არისტოტელმა პირველად მარია ვენეციაში ნახა. მან მომღერალი და მისი მეუღლე თავის გემზე – „კრისტინა“ მიიწვია – მაშინ ეს სიმდიდრის ყველაზე მაღალი ნიშანი იყო. არისტოტელი აღფრთოვანებული იყო მარიას სილამაზით. მათ შორის რომანი ტაიფუნს ჰგავდა. ვნებით შეპყრობილი მარია და არისტოტელი არავის აქცევდნენ ყურადღებას. მენეგინი, კალასის მეუღლე ძალიან სულელურ ვითარებაში აღმოჩნდა. ის მზად იყო, ეპატიებინა ეს რომანი და ოჯახში შეენარჩუნებინა, მაგრამ უკვე გვიანი იყო. არისტოტელი და მარია დაშორებას არ ფიქრობდნენ, სიყვარულმა მათი გონება დაბინდა.
რაღაც დროის გასვლის შემდეგ მათ შორის ვნება გაქრა, არისტოტელმა თავისი სახე აჩვენა. ის მარიასთან ურთიერთობაში ძალიან უხეშად მოიქცა. მარია კი, სიყვარულით დაბრმავებული, მტკიცედ იტანდა ყველაფერს. შემდეგ მან ბედმა სასტიკი დარტყმა მიაყენა: არისტოტელმა მოულოდნელად ცოლად მოიყვანა ჟაკლინ კენედი – ამერიკის პრეზიდენტის ქვრივი. მარია, რომელმაც დაკარგა ხმა იმ დროისთვის, სახლში გამოიკეტა.
როდესაც ონასისი კვდებოდა პარიზის საავადმყოფოში, მის გვერდით მარია კალასი იყო, ხოლო ჟაკლინი ნიუ-იორკში იმყოფებოდა. მეუღლის გარდაცვალების გაგების შემდეგ, მან „ვალენტინოს“ სამგლოვიარო კაბების კოლექცია შეუკვეთა.