საქართველოს პრემიერმინისტრი მარნეულის ჩაის სახლში უხუცესებს შეხვდა

საქართველოს პრემიერმინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი მარნეულის ჩაის სახლში უხუცესებს შეხვდა.

მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით,
შეხვედრაზე მთავრობის მეთაურმა უხუცესებს ნოვრუზ ბაირამის დღესასწაული მიულოცა და ქართველი აზერბაიჯანელი ხალხის განსაკუთრებულ მეგობრულ ურთიერთობებზე ისაუბრა.

პრემიერთან ერთად, ჩაის სახლში იმყოფებოდნენ შერიგებისა და თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი – თეა ახვლედიანი, მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი – ლერი ბარნაბიშვილი, ქვემო ქართლის გუბერნატორი – გიორგი დოხტურიშვილი, მარნეულის მერი – კენან ომაროვი, მარნეულის საკრებულოს თავმჯდომარე – ამირან გიორგაძე, დეპუტატები – ზაურ დარგალი და სავალან მირზოევი, აზერბაიჯანის ელჩი – ფაიგ გულიევი და კომპანია “სოკარის” საქართველოს წარმომადგენლობის პრეზიდენტი – მახირ მამედოვი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები