აფხაზეთში ე.წ. საპრეზიდენო არჩევნები დასრულდა
აფხაზეთში ე.წ. საპრეზიდენო არჩევნები დასრულდა. ინფორმაციით, ამის შესახებ ე.წ. ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ბათალ ტაბაღუამ განაცხადა. მისი ინფორმაციით, საარჩევნო უბნებზე ამომრჩეველთა საჭირო რაოდენობაზე – 50 %-ზე მეტი გამოცხადდა, რომელთა რაოდენობამ 16:00 საათისთვის 56 % შეადგინა. ტაბაღუას განცხადებით, მოსკოვში ხმა მისცა 500-მა ადამიანმა, ჩერკასკში – 1200-მა, სტამბოლში კი 420-მა ამომრჩეველმა. ხმის მიცემა 20:00 საათზე დასრულდება.