გორის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით, ახალგაზრდებისთვის პროექტი „რობო კლუბი” დაიწყო

გორის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით, ახალგაზრდებისთვის კიდევ ერთი პროექტი „რობო კლუბი”დაიწყო,- ამის შესახებ ინფორმაციას გორის მერია ავრცელებს.

“პროექტი საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოსთან თანამშრომლობით ხორციელდება.
ინიციატივის ფარგლებში ახალგაზრდები, რომლებიც კონკურსის წესით შეირჩნენ, რობოტექნოლოგიის კურსს გაივლიან. პროექტის ბენეფიციარები შეისწავლიან რობოტექნოლოგიის ინსტრუქციის კითხვასა და რობოტის დამოუკიდებლად აწყობას, გუნდური მუშაობის პრინციპებს და დახვეწავენ მოტორული უნარებს. ტრენინგი ტარდება კასპის ტექნოპარკში.

კურსის დასრულების შემდეგ, ახალგაზრდებს გადაეცემათ შესაბამისი სერტიფიკატები”,- წერია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები