ბათუმის ბულვარში დაშავებული 3 წლის ბავშვი მკურნალობის გასაგრძელებლად თურქეთში გადაიყვანეს

3 წლის ბავშვი, რომელიც 12 მარტს ბათუმის ბულვარში ბატუტზე თამაშის დროს დაშავდა, მკურნალობის გასაგრძელებლად თურქეთში გადაიყვანეს.
უბედური შემთხვევის შედეგად, ბავშვის უფროსი ძმა, რომელიც მასთან ერთად თამაშობდა, დაიღუპა.

“ბათუმელების” ინფორმაციით, მას შემდეგ, რაც 9 წლის შვილი დაკრძალეს, დაშავებული მეორე შვილი ოჯახმა თურქეთში წაიყვანა სამკურნალოდ.

შემთხვევა ბათუმში 12 მარტს, ღამით მოხდა. ძლიერი ქარის გამო, ბულვარში ბატუტი გადაბრუნდა, სადაც ორი მცირეწლოვანი იმყოფებოდა – მიღებული დაზიანებების გამო, 9 წლის ბავშვი მომხდარიდან რამდენიმე საათში გარდაიცვალა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები