სამტრედიის ,,სამტრედია” U12-მა სეზონი წარმატებით დაიწყო
2011 წელში დაბადებულმა სამტრედიელმა ფეხბურთელებმა მშობლიური მუნიციპალიტეტი კიდევ ერთხელ ასახელეს, ამჯერად ჭაბუკები საუკეთესო შედეგით დასავლეთ საქართველოს 8 უძლიერეს გუნდს შორის გამოირჩნენ, -ამის შესახებ ინფორმაციას მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.
მათი ცნობით, მწვრთნელები არიან ოთარ ზაქარეიშვილი, ლერი მეგენეიშვილი, მიხეილ ბანძავა, ილია გიორგაძე.
ფეხბურთელები – ბესიკ ბებია, ვაჟა ლეჟავა , ლუკა ვაშაკიძე,ავთანდილ ტაბიძე, ანდრია ჩომახიძე, გაბრიელ ქაროსანიძე, ვოვა ჟაბინსკი, ნიკა კაცაძე, ნიკა ჩომახიძე, საბა თოფურიძე,გიორგი გეგუჩაძე,ომარ მიქაშავიძე,დაჩი ეფრემიძე,მათე ბურკაძე, ოთარ ცაგარეიშვილი.
“ამ შემადგენლობით სამტრედიის სამტრედიას U12-მა მიმდინარე სეზონზე წარმატებული სტარტი აიღო. 2023 წლის პირველი მოგება და ჩემპიონობა გუნდმა ქუთაისში მოიპოვა.
ყოფილი ფეხბურთელის, თემო მუშკუდიანის ხსოვნისადმი მიძღვნილი ტურნირი 2011 წელში დაბადებულ ჭაბუკთა შორის. 9-დან 13 მარტის ჩათვლით მიმდინარეობდა. სამტრედიის ,,სამტრედიას,, U12-მა ტურნირზე საუკეთესოდ იასპარეზა და ჩატარებული ხუთი თამაშიდან
მოიგო.სამტრედიელმა ფეხბურთელებმა ჯგუფში დაამარცხეს უძლიერესი მეტოქეები ბათუმის ,,დინამო”, ქუთაისის ,,მართვე”, ქუთაისის ,,სერვალი”; ნახევარფინალში კი ქუთაისის ,,ტორპედოს” თან მოიპოვეს გამარჯვება .
ფინალური შეხვედრა სამტრედიის ,,სამტრედიამ” ქობულეთის ,,შუქურასთან” სრული უპირატესობით წარმართა. სამტრედიელმა ფეხბურთელებმა ორივე ტაიმში 6 გოლი გაიტანეს , მოწინააღმდეგემ ვერც პრესტიჟის გოლის გატანა მოახერხა, შესაბამისად საბოლოო ანგარიში 6-0 დაფიქსირდა.
სხვადასხვა ნომინაციებში გამოვლენილ ფეხბურთელებს და საპრიზო ადგილოსან გუნდებს სიგელები და თასები გადაეცათ.ფეხბურთელები თემო მუშკუდიანის ძმამ თორნიკე მუშკუდიანმა დააჯილდოვა.სამტრედიელი ფეხბურთელებიდან ინდივიდუალური პრიზი სამმა ფეხბურთელმა მოიპოვა, საუკეთესო მეკარედ ბესიკ ბებია დასახელდა,ტურნირის ბომბარდირი 7 გატანილი გოლით გაბრიელ ქაროსანიძე გახდა, საუკეთესო ფეხბურთელის ტიტული ნიკოლოზ ჩომახიძემ მოიპოვა.
ტურნირზე მესამე ადგილი ქუთაისი ,,ტორპედომ,, მეორე ქობულეთის ,,შუქურამ” პირველი ადგილი კი სამტრედიის ,,სამტრედიამ” დაიკავეს. გამარჯვებულ სამტრედიის გუნდს თასი გადაეცა. მოპოვებული გამარჯვების პარალელურად გუნდში უკვე მომდევნო ასპარეზობისთვის ემზადებიან, ვარჯიშები აქტიურ რეჟიმში ტარდება”, – ნათქვამია ინფორმაციაში.