გორში სოფელ ფხვენისისა და ქვემო ხვითის დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს
გორის მუნიციპალიტეტში სოფლების – ფხვენისისა და ქვემო ხვითის დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. ინფორმაციას ამის შესახებ გორის მერია ავრცელებს.
მათივე ცნობით, ამ ეტაპზე, ხორციელდება ასფალტის პირველი ფენის დაგება.
“გზის მონაკვეთის სიგრძე 1 582, ხოლო სიგანე – 5,5 მეტრია.
საპროექტო მონაკვეთზე გადაადგილება უჭირდათ როგორ მძღოლებს, ასევე, ქვეითებს.
სამუშაოების დასრულების შემდეგ, დაზიანებული გზის საფარით გამოწვეული პრობლემები მოსახლეობას აღარ შეაწუხებს.
პროექტის ღირებულება 613 485 ათასი ლარია”, – წერია განცხადებაში.