10 წლის ბავშვი, რომელიც გუშინ ბათუმის ბულვარში დაშავდა, კლინიკაში გარდაიცვალა.
არსებული ინფორმაციით, ძლიერმა ქარმა ბათუმის ბულვარში დამონტაჟებული ბატუტი გაიტაცა, რომელზეც ბავშვები იმყოფებოდნენ. დაშავებული მცირეწლოვნები სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ კლინიკაში გადაიყვანა. მეორე დაშავებული ამ დროისთვის კლინიკაში რჩება. არსებული ინფორმაციით, ის 3 წლისაა.
ფაქტზე გამოძიება “სისხლის სამართლის კოდექსის” 240-ე მუხლით მიმდინარეობას, რაც უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს.