ზურაბ ჯაფარიძისა და ნიკა მოსიაშვილის სასამართლო პროცესი მათი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო გადაიდო

პარლამენტთან საპროტესტო აქციაზე დაკავებულების, „გირჩი – მეტი თავისუფლების“ ლიდერის, ზურაბ გირჩი ჯაფარიძისა და ნიკა მოსიაშვილის სასამართლო პროცესი გადაიდო.
მიზეზი, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა გახდა.

როგორც ჯაფარიძე სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ წერს, მას კოვიდი დაუდასტურდა, მოსიაშვილს კი ტვინის შერყევა აქვს და კლინიკაშია მოთავსებული.

შემდეგი სასამართლო სხდომა 5 აპრილს, 16:00 საათზე გაიმართება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები